Accentnews.ge
რუსეთი ევროპის საბჭოდან საბოლოოდ გარიცხეს, ჩამოხსნილია მისი დროშაც

რუსეთი ევროპის საბჭოდან საბოლოოდ გარიცხეს, ჩამოხსნილია მისი დროშაც

16/03/2022 14:56:11 მსოფლიო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხა. უკვე ჩამოხსნეს რუსეთის დროშაც.

ევროპის საბჭოში 26-წლიანი წევრობის შემდეგ, რუსეთს ორგანიზაციაში უფლებამოსილება შეუწყდა. მანამდე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება მიიღეს 216 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ. მათ შორის, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ.

რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი 1996 წლის 28 თებერვალს გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S