
აშშ-ში უკრაინისთვის "კამიკაძე დრონების" მიწოდებაზე მსჯელობენ – მედია
16/03/2022 14:20:41 ევროპა, მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იკვლევს შესაძლებლობას უკრაინისთვის „კამიკაძე“ დრონების მიწოდების, რომელთაც რამდენიმე მილის დისტანციაზე შეუძლიათ ზუსტი დარტყმები განახორციელონ ტანკებსა და საარტილერიო პოზიციებზე,– იუწყება NBC News აშშ–ის კონგრესის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ბადენის ადმინისტრაცია მსჯელობს, მიაწოდოს თუ არა უკრაინას მაღალი სიზუტის მართვადი რაკეტები – Switchblade, როგორც ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სავარაუდოდ ოთხშაბათს წარადგენს განსახილველად.
გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია AeroViron-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მხარდაჭერა მანამდე საჯაროდ გამოუცხადეს.
როგორც განიმარტა, Switchblade–ს იარაღის ორი ვარიანტი არსებობს და ის შექმნილია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად. ეს არის რობოტიზებული ჭკვიანი რაკეტები, რომლებიც აღჭურვილია კამერებით, სამიზნე სისტემებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მათი დაპროგრამება შესაძლებელია იმგვარად, რომ ავტომატურად მოხვდეს მრავალი მილის დისტანციაზე არსებულ სამიზნეს. ეს არის ერთჯერადი გამოყენების იარაღი, რის გამოც „კამიკაძე“ დრონი შეარქვეს. ის გაცილებით სწრაფად დაფრინავს ვიდრე თურქული წარმოების „ბაირახტარი“TB2, რომელთაც უკრაინელები ამჟამად წარმატებით იყენებენ.
ამჟამად ბრიტანეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ დროისთვის ხსენებული იარაღის ყიდვის უფლება აქვს, ბრიტანეთია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოვიდა ცის დახურვის მოწოდებით.