Accentnews.ge
ზელენსკი – აშშ-ის კონგრესს: "ჩვენ თქვენ გვჭირდებით"

ზელენსკი – აშშ-ის კონგრესს: "ჩვენ თქვენ გვჭირდებით"

16/03/2022 14:04:24 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ვიდეოჩართვით მიმართა სიტყვით და აჩვენა ემოციური ჩანაწერი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის შემზარავ შედეგებს ასახავს.

ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებებით, უკრაინას გაეზარდოს სამხედრო დახმარება, რათა საჰაერო სივრცის დაცვა უკეთესად იყოს შესაძლებელი და მოითხოვა მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესება და რუსეთიდან აშშ-ის ყველა ბიზნესის გასვლა.

„ყველა ამერიკულმა კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი, რადგან ის ჩვენი სისხლით არის დატბორილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ომის შემზარაობა ზელენსკიმ პერლ-ჰარბორს და 11 სექტემბრის თავდასხმებს შეადარა:

"გახსოვთ პერლ-ჰარბორი? 1941 წლის 7 დეკემბრის საზარელი დილა, როცა თქვენი ცა შავი იყო თქვენზე თავდამსხმელი თვითმფრინავებით?.გახსოვთ 11 სექტემბერი? 2001 წლის საშინელი დილა, როცა ბოროტებამ თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები ბრძოლის ველად გადააქცია? ჩვენი ქვეყანა ამას განიცდის ყოველდღიურად", - მიმართა ზელენსკიმ კონგრესმენებს.

მისი თქმით, აშშ-მა რუს დეპუტატებს სანქციები უნდა დააკისროს და იმპორტის ბლოკირება უნდა განახორციელოს.

"ჩვენ თქვენ ახლა გვჭირდებით", -განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა:

"მოგიწოდებთ უფრო მეტი გააკეთოთ".

ცნობისთვის: დღეს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით დამატებით 800 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S