დღეს მაღალი ალბათობით, გამოცხადდება რუსეთის საგარეო დეფოლტის შესახებ
16/03/2022 12:46:34 მსოფლიო
დღეს მაღალი ალბათობით, გამოცხადდება რუსეთის საგარეო დეფოლტის შესახებ. მას ადრე დასავლეთზე მიყიდული რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისთვის პროცენტის სახით 117 მლნ დოლარი აქვს გადასახდელი, მაგრამ სანქციების გამო ეს ფული არ გააჩნია.
ბოლო 100-ზე მეტი წლის განმავლობაში მსგავსი ვითარება რუსეთში პირველად წარმოიშვა.
მართალია, მთავრობამ განაცხადა, რომ ვალს რუბლში დაფარავს, მაგრამ
1) რუბლი დასავლეთში არავის სჭირდება;
2) კანონი ფინანსური ვალდებულებების სწორედ დოლარში გასტუმრებას მოითხოვს.
მთლიანობაში რუსეთის საგარეო ვალი შეადგენს დაახლოებით 121 მლრდ დოლარს.მათგან დაახლოებით 15% რუსეთს აშშ-ის წინაშე ჰმართებს, დაახლოებით 87 მლრდ - ევროპის.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, არსებობს ცალკე მსხვილი რუსული კომპანიების, მათ შორის "როსნეფტის" ვალები უცხოეთის რიგი სახელმწიფოების, მათ შორის აშშ-ის წინაშე. ასე, მაგალითად, იგივე "როსნეფტს" თავისი ფასიანი ქაღალდების ჩადებით ნასესხები აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები ამერიკული შტატების ცალკეული, მაგალითად საპენსიო და სხვა ფონდებიდან.
ჯამში რუსული კომპანიების საგარეო ვალი უტოლდება დაახლოებით 480 მლრდ დოლარს და დღეს სანქციების დაწესებისას დასავლეთის მიერ ერთ-ერთ ფაქტორად ამ ვალის ამოღების შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული. მაგალითად, რუსეთს ჯერ კიდევ ეძლევა შესაძლებლობა, შემცირებული მოცულობით, მაგრამ გაყიდოს ნავთობი, გაზი, ნახშირი და სხვა, რათა მიღებული თანხებით, მათ შორის, ეს ვალიც ფაროს.


