„თურქეთს და რუსეთს უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ“: ჩავუშოღლუ და ლავროვი ერთმანეთს მოსკოვში ხვდებიან
16/03/2022 12:46:08 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ხვდება.
შეხვედრის წინ მან განაცხადა, რომ ანკარამ რუსეთ–უკრაინის კრიზისის დასაწყისიდანვე მკაფიო, დაბალანსებული და ობიექტური პოზიცია დაიკავა კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.
მისი თქმით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, თურქეთი ინარჩუნებს პოზიტიურ ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან და პატიოსანი შუამავლის როლს ასრულებს.
ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ერთგულია მონტრეს კონვენციის და შეასრულებს მის დებულებებს:
„მოხარული ვიყავით, შეგვეტყო, რომ რუსეთი არ დაუშვას გემების სრუტეებში გავლას“, - განაცხადა მინისტრმა.
თავის მხრივ სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე თურქეთსა და რუსეთს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. თუმცა, მისივე თქმით, თურქეთის დაბალანსებული პოზიციას რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მოსკოვი დიდად აფასებს ანკარას პასუხისმგებლიან მიდგომას მონტრეს კონვენციის მოთხოვნებისადმი“,– განაცხადა ლავროვმა.


