
რა გამოწვევებს ტოვებს თავმჯდომარე სემეკ–ში – მილორავას განმარტება
10/09/2019 14:40:38 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
სემეკ–ის თავმჯდომარის ირინა მილორავას შეფასებით, მარეგულირებელ კომისიას აქვს სერიპოზული გამოწვევები და ეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს უკავშირდება.
"გამოწვევები ძალიან სერიოზულია და ეს მომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან, იმ ვალდებულებებეიდან, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული და ამას აქვს ერთი სახელი: ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულთან; ბაზრის ლიბერალიზაცია – გახსნა; კონკურენციის განვითარება. ამიტომ ძალიან საინტერეესო პერიოდი იქყება მარეგულირებელ კომისაში. ახალ თავმჯდომარეს ვუსურვებ წარმატებებს. ვინც არ უნდა იყო ის, მას არ უნდა შეეშუნდეს ამ გამოწვევების, რადგან უწევს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მუშაობა, გუნდთან, რომელმაც იცის, საით მიდის ენერგეტიკული, წყალმომარაგების სექტორი, იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და როგორ უნდა დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილებები",– განაცხადა მილორავამ.
ცნობისთვის: 16 სექტემბერს მილორავას უფლებამოსილების ვადა ეწურება. არსებული ინფორმაციით, ანიშნულ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაცია თავად ნარმანიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მზადაა, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას შეუდგეს.