
ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოვა
16/03/2022 12:19:51 ევროპა
ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვა გერმანიის ბუნდესტაგში,– იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანდრეი სიბიგა.
„ხუთშაბათს გამოსვლა გვექნება ბუნდესტაგში. ეს პრაქტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა სიბიგამ.
მისი თქმით, მზადება მიმდინარეობს ზელენსკის დღევანდელი გამოსვლისთვის აშშ-ს კონგრესის წინაშე.
"ეს მოხდება უახლოეს საათებში", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დისტანციურად ისაუბრა რამდენიმე პარლამენტის წინაშე - დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კანადა.