
"რუსები უკრაინაში სირიელების გადასროლას ჯერ ვერ ახერხებენ" - არესტოვიჩი
16/03/2022 11:56:31 ევროპა
რუსეთი სირიიდან და ლიბიიდან დაქირავებულების უკრაინაში გადასროლას ჯერ ვერ ახერხებს,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად ვითარებაზე უკრაინის ირგვლივ და მის ყველაზე ცხელ წერტილებში, დღის განმავლობაში არ შეცვლილა და არც აქვს რუსეთს ცვლილების შანსი, რადგან რუსეთის ფედერაციამ თავისი რესურსი დახარჯა.
მათი დაქირავებული ჯარისკაცების სირიიდან და ლიბიიდან, ქვედანაყოფების ნარჩენების შორეული აღმოსავლეთიდან გადაყვანის მცდელობები, ჯერ–ჯერობით არ გამოუვიდათ“,– განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ რუსებს რეზერვები ეწურებათ.