ნავალნი: "ამ ომის შედეგები ჩვენი ქვეყნის დაშლა იქნება!"
16/03/2022 10:45:39 მსოფლიო
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ კოლონიიდან მიმართა საზოგადოებას, სადაც მისი სასამართლო პროცესებ იმართება.
„ბალტიის ქვეყნებს არაერთი საკუთარი პრობლემა აქვთ. მაგრამ არცერთ ევროპელი ქვეყანა შეედრება ჩვენსას, რომელიც უმიზნოდ იზრდება. გვქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ მათსავით გვეცხოვრა. მგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. 2000 წლიდან მასობრივად შემოედინებოდა ნავთობის დოლარები, მაგრამ 2013 წლიდან მოსახლეობის შემოსავალი ეცემა და ეცემა. ერთადერთი რაც გაიზარდა მილიარდერების რიცხვია. ყველა ღარიბდება, მაშინ, როცა ათასობით პუტინისტი ოჯახი, ვინც ფული ჩაიჯიბა, ვინც დაეპატრონა მთელ ამ ფულს, ჩვენს მომავალსა და აწმყოს - მათი პასუხია ომი.
ეკონომისტები ახლა ლაპარაკობენ დაკარგულ ათწლეულზე. ნამდვილად მე და თქვენ ვართ ვინც ეს ათწლეული დაკარგა? ეს მოპარული ათწლეულია! მათ მოიპარეს რათა გაეჩუმებინათ ისინი, ვინც ამაზე საუბრობდნენ, ყურები დაეხშოთ მათთვის ვისაც ესმოდა...
ამ ომის შედეგები იქნება ჩამოშლა, ჩვენი ქვეყნის დაშლა. ეს მხეცურად ჟღერს, მაგრამ სიტყვათშეთანხმება რუსულ-უკრაინული ომი ასევე მხეცურად ჯღერს! მე თავად ვთქვი ამ დარბაზში, რომ ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ომი იქნებოდა, გიჟი უნდა ყოფილიყო. ახლა კი ჩვენი ქვეყნის ჩამოშლაზე საუბარი უფრო და უფრო რეალური ხდება.
იბევრად უკეთესია იყო ღვთის თავისუფალი ადამიანი, ვიდრე პუტინის ერთ-ერთი ლაქია, რომელსაც ჯოჯოხეთში დემონები შთანთქავენ", - თქვა ალექსეი ნავალნიმ.


