Accentnews.ge
რას გულისხმობს სტატუსი, რომელზეც უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების ფორმატში მსჯელობენ

რას გულისხმობს სტატუსი, რომელზეც უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების ფორმატში მსჯელობენ

16/03/2022 11:15:10 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე სერიოზულად განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი.

"ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. არის კონკრეტული ფორმულირებები, რომლებიც, ჩემი აზრით, ახლოსაა შეთანხმებასთან",- თქვა ლავროვმა.

მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე ვლადიმირ მედინსკიმ დაამატა, რომ მხარეებმა გამოთქვეს კომპრომისი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, "დემილიტარიზაციის საკითხზე":

„უკრაინა გვთავაზობს ავსტრიულ, შვედურ ვერსიას ნეიტრალური დემილიტარიზებული სახელმწიფოსი, მაგრამ იმავდროულად, ჰყავდეს არმია თავისი საზღვაო ფლოტით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინა, ნეიტრალური, არანატოს წევრი, ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი“.

თავის მხრივ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ ვერსიას იურიდიულად დამოწმებული და არაპროტოკოლური უსაფრთხოების გარანტიებით:

"ცხადია, გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, მოლაპარაკებების პროცესში ინიციატორებად დარჩნენ. აქედან მოდის სიტყვები ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელებზე. მაგრამ უკრაინა ახლა ომშია რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომ, მოდელი შეიძლება, იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და მხოლოდ ლეგალურად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიებით“. ეს კი ნიშნავს, რომ ხელმომწერები უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში განზე ისე არ გადგებიან, როგორც დღეს. მაგრამ ისინი აქტიურ მონაწილეობენ უკრაინის მხარეს კონფლიქტში და ოფიციალურად უზრუნველყოფენ ჩვენთვის საჭირო მოცულობის იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებას. მეორეც, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც არ უშვებს ცის დახურვას. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი და მკაცრი გარანტიები, რომ ცა აუცილებლად დაიკეტება“.

მისივე თქმით, უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარული სახელმწიფო, რომელიც წარსულში დაესხა თავს ან მომავალი გეგმავს თავდახმას მეზობლებზე, თავად მეზობლებისგან განსხვავებით:

"სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინას სურს, ჰყავდეს მოკავშირეების მართლაც ძლიერი ფრთა, მკაფიოდ განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიებით".

ცნობისთვის: ომის პარალელურად, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S