Accentnews.ge
"უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანას, დაიცვას თავი"

"უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანას, დაიცვას თავი"

16/03/2022 09:30:18 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ნატო ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. ამის შესახებ მან ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენი აქ ყოფნა არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში და ვგმობთ რუსეთის მიერ დაწყებულ გაუმართლებელ შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უნარს დაიცვან საკუთარი თავი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა იქნება შენარჩუნებული", – განაცხადა ოსტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S