
ხერსონის აეროპორტთან ბაზირებული რუსული სამხედრო ვერტმფრენები გაანადგურეს
16/03/2022 09:56:38 ევროპა
CNN-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 მარტს ხერსონის საერთაშორისო აეროპორტთან ბაზირებული რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს.
ამას აჩვენებს Planet Labs-ის ახალი სატელიტური სურათები, რომელზეც ჩანს აეროპორტიდან ამომავალი შავი კვამლი და ცეცხლმოდებული ვერტმფრენები.
"ეს არის ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს რუსული ვერტმფრენების წინააღმდეგ, მიმდინარე ომის დროს. ფოტოებზე ჩანს, რომ აეროპორტში, სულ მცირე, სამი რუსული ვერტმფრენი დაიწვა",– იუწყება გამოცემა.
ცეცხლი მოედო აეროპორტის მახლობლად განთავსებულ სამხედრო მანქანებსაც.