
პუტინის ნათლულის მამას უკრაინაში გაძლიერებულ რეჟიმში ეძებენ
16/03/2022 09:49:45 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური „პუტინის ნათლიას“ ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატისთვის ძებნას უკრაინის მასშტაბით გაძლიერებულ რეჟიმში აწარმოებს,– იუწყება უკრაინული გამოცემა.
გამოცემა ძალოვან უწყებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ის სახლიდან 24 თებერვალს (რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს) გავიდა და მას შემდეგ ტელეფონი გამორთული აქვს.
ოპერატიული ცნობების მიხედვით, ის ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფება კოლეგებთან "ოპოზიციური პლატფორდან – სიცოცხლისთვის“.
ამჟამად მედვედჩუკის ძებნაში ჩართულია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან უშიშროების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლები. ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დასავლეთის რეგიონებში.
ინტენსიურად მიმდინარეობს სასაზღვრო ზონის მონიტორინგი.
ჩხრეკაში პერსონალის მნიშვნელოვანი რაოდენობაა ჩართული. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მედვედჩუკი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მედია მაგნატი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. მას სახელმწიფოს ღალატს და სახელმწიფოს რესურსების მიტაცებას ედავებიან.