Accentnews.ge
"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ნატო–ს ყველა მოკავშირისთვის უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი შედეგები ექნება"

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ნატო–ს ყველა მოკავშირისთვის უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი შედეგები ექნება"

16/03/2022 09:43:16 მსოფლიო

"რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკ შეჭრას ნატო–ს ყველა მოკავშირისთვის უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი შედეგები ექნება", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის ქმედება უსაფრთხოების გარემოს შევლის.

"ეს შეჭრა გამანადგურებელია უკრაინელი ხალხისთვის და ასევე შეცვლის ჩვენს უსაფრთხოების გარემოს. მას ნატო–ს ყველა მოკავშირისთვის უსაფრთხოების კუთხით ხანგრძლივი შედეგები ექნება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც მან განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავენ არა მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის უშუალო შედეგებს, არამედ ასევე უფრო გრძელვადიან შედეგებზე საპასუხო ნაბიჯებს.

"ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი შეკავება და თავდაცვა, რათა არ დავტოვოთ მოსკოვში გაუგებრობისთვის ან არასწორი გათვლისთვის არანაირი სივრცე; ალიანსის მზადყოფნის თაობაზე, რომ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ წარმოდგენილობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი თითოეულ მოკავშირეს დაიცავს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატო–ს მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს და პარალელურად, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S