Accentnews.ge
"ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს"

"ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს"

16/03/2022 09:27:26 მსოფლიო

"ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავენ არა მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის უშუალო შედეგებს, არამედ ასევე უფრო გრძელვადიან შედეგებზე საპასუხო ნაბიჯებს.

"ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი შეკავება და თავდაცვა, რათა არ დავტოვოთ მოსკოვში გაუგებრობისთვის ან არასწორი გათვლისთვის არანაირი სივრცე; ალიანსის მზადყოფნის თაობაზე, რომ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ წარმოდგენილობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატო–ს მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს და პარალელურად, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი თითოეულ მოკავშირეს დაიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S