Accentnews.ge
იაპონიამ უკრაინელებს ქვეყანაში შესვლა გაუმარტივა

იაპონიამ უკრაინელებს ქვეყანაში შესვლა გაუმარტივა

16/03/2022 08:47:16 მსოფლიო

იაპონიის მთავრობამ უკრაინიდან ომის გამო დევნილებს ქვეყანაში შესვლა გაუმარტივა – საზღვარი ღიაა მათთვისაც, რომელთაც თავდები არ ჰყავთ ნათესავების ან ნაცნობების სახით.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მთავრობა გეგმავს ცალ-ცალკე განიხილოს თითოეული შემთხვევა და გამონაკლისის სახით გასცეს მოკლევადიანი ვიზა თითოეულ შემთხვევაში.

„ლტოლვილებსშეეძლებათ, შეცვალონ თავიანთი 90-დღიანი ვიზები, რომლებიც გაიცემა იაპონიაში შესვლისას, ყოველწლიური ვიზებით, რაც მათ მუშაობის უფლებას აძლევს“,– თქვა იუსტიციის მინისტრმა იოშიჰისა ფურუკავამ.

მედიის ცნობით, იაპონიაში ბინადრობის ნებართვა აქვს 1900-მდე უკრაინელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S