Accentnews.ge
უკრაინაში პუტინის ომს 103 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში პუტინის ომს 103 ბავშვი ემსხვერპლა

16/03/2022 08:39:11 ევროპა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულ აგრესიას 103 ბავშვი ემსხვერპლა, – იუწყება უკრაინის გენპროკურორი ირინა ვენედიქტოვი

„დილის მონაცემებით, 103 ბავშვია დაღუპული. დანაშაულთა აღრიცხვა ხდება 24/7–რეჟიმში. ჩვენ ავამოქმედეთ ერთიანი რეესტრი, რომელსაც გამოიყენებს ყველა სამართალდამცავი ორგანო ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოსთვის. იუსტიციის სამინისტრო ამ რესურსს გამოიყენებს სტრასბურგის სასამართლოში საჩივრისთვის. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს გაეროს სასამართლოში“,– ამბობს გენპროკურორი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S