
ორი რუსული გამანადგურებლის განეიტრალების შესახებ იწუყებიან, პილოტები შავ ზღვაში ჩაცვივდნენ
16/03/2022 08:23:21 ევროპა
უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსული ძალების ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს,– იუწყება ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო.
„დილის 05:00 საათზე ქვეყნის სამხრეთით რუსების ორი გამანადგურებელი – სუ-30 რუსული გემის გზას გაუყენეს. მათ ოდესის ერთ–ერთ სოფელზე შეტევა სცადეს. საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ორივე თვითმფრინავი გაანადგურა. მფრინავებმა კატაპულტირება მოახდინეს და თვითმფრინავებთან ერთად შავ ზღვაში ჩაცვივდნენ“,– ყველა მარჩენკო.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.