
„ენერგოატომი“: "რუსული ძალები ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებენ"
16/03/2022 08:01:12 ევროპა
რუსული ძალები ზაპოროჟიეს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებენ,– იუწყება უკრაინის „ენერგოატომის“ ხელმძღვანელი პეტერ კოტინი.
„მხოლოდზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არის ექვსი ენერგობლოკი და ძალიან ბევრი ბირთვული მასალა. თითოეული რეაქტორი დატვირთულია საწვავით და თითოეულ ბლოკში არის ბირთვული საწვავის დამჭერი ავზი“,– ამბობს კოტინი.
მისი თქმით, „ოკუპანტები რას უზამენ ამ მასალას, ღმერთმა უწყისს. თუ ყველაფერს არსებულ ვითარებაში დატოვებენ, არაფერი მოხდება. ისინი ჯერ არ ერევიან პერსონალის მუშაობაში“.
ამასთან, მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგური მეტადაა დაცული:
„თუ მას დაბომბავთ, უნდა გაარღვიოთ რამდენიმე ბარიერი, სანამ საწვავის უჯრედებთან მიხვალთ და რადიაციული ავარიის გამოწვევას მოახდენთ. საკმარისია, ხოლოდ ერთხელ მოხვდეთ შესანახ ობიექტში და გექნებათ რადიოაქტიური მასალების „გათავისუფლების“ შესალებლობა. სუდი სიტუაციაა. საბრძოლო მასალას ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს აფეთქებენ, ეს ხომ საერთოდ... აქ სხვა სიტყვები, ვიდრე "მაიმუნი ყუმბარით", არ არსებობს“.