
რუსეთში აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ კეთილგანწყობილ მოქალაქეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
10/09/2019 13:11:35 სხვა, მსოფლიო
ბოლო სამი თვის განმავლობაში აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ კეთილგანწყობილ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა შესაბამისად 11 და 12%-ითაა გაზრდილი.
ამასთან, ხსენებული მაჩვენებლები უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების დროიდან განვლილი პერიოდის განმავლობაში რეკორდულია და შესაბამისად 38 და 45%-ს შეადგენდს, - ასეთია “ლევადა ცენტრის” უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა - 55% რუსეთს ევროპულ ქვეყნად არ მიიჩნევს. თუ 10 წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.