
უკრაინაში ომის დროს 10 683 წყვილი დაქორწინდა, დაიბადა 10 767 ბავშვი
16/03/2022 07:43:33 ევროპა
უკრაინაში ვლადიმირ პუტინს მიერ გაჩაღებული ომის 21 დღის განმავლობაში, 10 683 წყვილმა იქორწინა,– იუწყება ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო.
ამასთან, 24 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით დაიბადა 10 767 ბავშვი.
"ჩვენი თანამშრომლები ომის პირობებშიც კი აგრძელებენ მუშაობას! ძალა თითოეულ ჩვენგანშია", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.