ზელენსკი: "ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში"
16/03/2022 07:51:47 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ყველა მეგობარს მიმართავს, ჩავიდნენ კიევში.
„ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში. აქ შესაძლოა, საშიშია, რადგან ჩვენი ცა რუსული თვითმფრინავებისთვის და რაკეტებისთვის ჯერ კიდევ არ არის ჩაკეტილი. ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავები, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით, რომ მსოფლიოში ყველას ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქზე და უკრაინელ ხალხზეა. ყველა, ვინც ჩვენს გვერდითაა, მიიღებს მადლიერებას, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგანაც. ყველას, ვინც ჩვენს გვერდითაა, აქვს შანსი, ნამდვილი გმირი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: კიევში უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები არიან ჩასულები.


