
რუსული ძალების უმაღლესი სარდლობის 10 წარმომადგენლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან
16/03/2022 07:28:40 ევროპა
ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წარმომადგენელი დაიღუპა,– იუწყება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი.
მონაცემების მიხედვით, დაღუპულთაგან ოთხი გენერალ-მაიორია, სამი პოლკოვნიკი, სამი პოდპოლკოვნიკი:
- გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი,
- გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი,
- გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი,
- გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი,
- პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი,
- პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია,
- პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი,
- პოდპოლკოვნიკი იური აგარკოვი,
- პოდპოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი,
- ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.
განახლება
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი რუსი გენერალი ოლეგ მიტაევია. გენერალი-მაიორი მიტაევი მარიუპოლში აზოვის ეროვნული დაცვის სპეციალურ დანაყოფთან შეტაკებისას 15 მარტს დაიღუპა.
გენერალი მიტაევი 150-ე მოტორიზებული იარაღის დივიზიის მეთაური იყო.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.