Accentnews.ge
უკრაინის გენტაბი ომის მიმდინარეობას და გასულ დღე–ღამეს აფასებს

უკრაინის გენტაბი ომის მიმდინარეობას და გასულ დღე–ღამეს აფასებს

16/03/2022 07:08:24 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი გასულ დღე–ღამეს და ომის მიმდინარეობას აფასებს. კერძოდ, გენშტაბის ცნობით, უკრაინის ჯარებმა ცხრა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს რუსული ძალების კოლონებზე და ცალკეული მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

„თავდაცვის ძალებს ქმედებების, მდგომარეობის, პოზიციებისა და ხასიათს თვალსაზრისით ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ჰქონია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს საოკუპაციო ჯარების დაჯგუფებებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადავიდნენ“.

შეტყობინებაში დაზუსტებულია, რომ რუსები ცდილობენ, ფეხი მოიკიდონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაგრძობენ ინფრასტრუქტურისა და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ 15 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მოწინააღმდეგის სამი თვითმფრინავი, სამი უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ვერტმფრენი და ორი რაკეტა.

ამასთან, გენშტაბის მონაცემებით, 20 დღეში რუსეთმა თავისი სამხედრო ძალის 2/5 დაკარგა:

"2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით, მტერმა დაკარგა (სრულად განადგურდა ან საბრძოლო უნარი დაკარგა) უკრაინის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ "ოპერაციაში" მონაწილე ნაწილების 40%-მდე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S