„პუტინი #1 ტერორისტია“ –რუსეთის სასამართლოების საიტები გატეხეს
16/03/2022 06:51:48 მსოფლიო
16 მარტის დილით ჰაკერებმა რუსული საარბიტრაჟო სასამართლოების ვებ–გვერდები გატეხეს. საიტებზე გამოჩნდა ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული ფორმულირებები. კერძოდ, ჰაკერებმა დაწერეს, „პუტინი #1 ტერორისტია, ხოლო რუსები – ფაშისტები.
ამ დროისთვის რიგმა საიტმა მუშაობა განაახლა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.


