
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 099 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი
16/03/2022 06:53:55 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 099 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 800 ადამიანი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.41%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა,
- აჭარა - 46,
- იმერეთი - 154,
- ქვემო ქართლი - 41,
- შიდა ქართლი - 79,
- გურია - 65,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82,
- კახეთი - 87,
- მცხეთა-მთიანეთი - 17,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 518, აჭარაში - 67, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 43, იმერეთში - 52. 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.