Accentnews.ge
რუსეთის პროპაგანდისტული მედიის რამდენიმე თანამშრომელმა სამსახური დატოვა

რუსეთის პროპაგანდისტული მედიის რამდენიმე თანამშრომელმა სამსახური დატოვა

16/03/2022 06:42:58 მსოფლიო

რუსეთის ფედერალური ტელეარხების რამდენიმე კორესპონდენტმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, – იუწყება მედიაზონა.

კერძოდ, ჟანა აგალაკოვამ, რომელიც აშუქებდა ევროპის მოვლენებს, დატოვა რუსული პირველი არხი, ხოლო НТВ დატოვა არხის ბრიუსელის კორესპონდენტმა ვადიმ გლუსკერმა.

ორივემ სამსახური რუსეთის უკრაინაში შემოჭრის შემდეგ დატოვა. მათ არხებზე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავეს. გლუსკერმა განმარტა, რომ ის 2 მარტიდან აღარ მუშაობს, აგალაკოვას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე სამსახურიდან წასვლის შესახებ НТВ–ს წამყვანმა ლილია გილდეევამაც ისაუბრა რუსეთის დატოვების შემდეგ, რომელიც ამ პოზიციას 2006 წლიდან იკავებდა.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი რომან სუპერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თანამშრომლები „Вести“–ს მასობრივად ტოვებენ:

„სამსახური დატოვა „პუტნის დეპარტამენტის“ პროდიუსერმა, ასევე – „Вести Недели“–ს ერთ–ერთი ყველაზე ძველი რეჟისორი ეფირ გლები (ეთერის დროს წავიდა სამსახურიდან). დარჩენილი თანამშრომლების უმეტესობის მძიმე განწყობა აქვთ: „სესხები რომ არა, წავიდოდით“.

დღეს, "პუტინის დეპარტამენტის" ხელმძღვანელი (დაახლოებით 15 წელი იმუშავა) იულია ვორობიოვა გადადგა თანამდებობიდან. გარდა ამისა, თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ტელეწამყვანი სერგეი ბრილიოვი (ბრიტანეთის მოქალაქე) ტოვებს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომპანიას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S