Accentnews.ge
"დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი"

"დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი"

16/03/2022 06:40:01 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თავისუფალი უკრაინა რუსეთის პრეზიდენტზე უფრო დიდხანს იარსებებს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, უკრაინა არსებობას გააგრძელებს, დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი. ასე თუ ისე, უკრაინა იქნება და რაღაც მომენტში, პუტინი აღარ იქნება", – განაცხადა მან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S