Accentnews.ge
მაკრონი მზადაა, კორსიკის ავტონომია განიხილოს

მაკრონი მზადაა, კორსიკის ავტონომია განიხილოს

16/03/2022 06:23:34 ევროპა

საფრანგეთის ხელისუფლება მზადაა კორსიკელ ნაციონალისტებთან კუნძულის ავტონომიის საკითხები განიხილოს,– იუწყება Figaro.

გამოცემა ციტირებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინს, რომელიც კორსიკაში გაემგზავრა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან მოსალაპარაკებლად: "ჩვენ მზად ვართ საკმარისად შორს წავიდეთ, ავტონომიამდე. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ამაზე. სხვა საკითხია, როგორი იქნება ეს ავტონომია. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ".

ბოლო კვირეებია, კუნძულზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები დაიწყო ინფორმაციის შემდეგ, ციხეში თავდასხმა განხორციელდა კორსიკელ ნაციონალისტ ივან კოლონაზე, რომელიც ფრანგი პრეფექტის მკვლელობისთვის იხდის სამუდამო პატიმრობას.

მისი მდგომარეობა მძმედ ფასდება. თავდასხმის შესახებ ინფორმაციამ კუნძულზე ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, თავს დაესხნენ ძველ დაწესებულებებს, ესროლეს „მოლოტოვის კოქტეილები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S