Accentnews.ge
სერბეთი პირველად შეუერთდა ევროკავშირის მიერ უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს

სერბეთი პირველად შეუერთდა ევროკავშირის მიერ უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს

16/03/2022 06:12:35 ევროპა

სერბეთი პირველად შეუერთდა ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით,– იუწყება ადგილობრივი პორტალი N1.

სერბეთმა შეასრულა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის, ასევე უკრაინის ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ 2010-2014 წლებში შემაკავებელი ზომების გაგრძელების შესახებ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადაწყვეტილება სერბეთმა შეასრულა მონტენეგროსთან, ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად.

თუმცა, თუ ბალკანეთის სხვა ქვეყნები რეგულარულად უერთდებიან ევროკავშირის სანქციებს, სერბეთი ამას პირველად აკეთებს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეუერთდებიან ევროკავშირის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძირითადად სიმბოლურია, შესაძლოა ბელგრადში განწყობის ცვლილებაზე მიუთითებდეს. მანამდე სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტყუილი" და "დეზინფორმაცია" უწოდა უკრაინის გენშტაბის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში სერბეთის მოქალაქეების ჩართვას ცდილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S