აშშ უკრაინისთვის 13.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს
16/03/2022 05:47:17 მსოფლიო
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევას. გამოყოფილი თანხა შეადგენს 13.6 მილიარდ დოლარს.
„ამ კანონპროექტით ჩვენ გვინდა გავუგზავნოთ სიგნალი ამერიკელ ხალხს - ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ „დემოკრატებს" და „რესპუბლიკელებს" ნამდვილად შეუძლიათ ერთად დგომა და რაღაცის გაკეთება", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღნიშნული თანხა განაწილდება
- სამხედრო დახმარება: ფინანსური დახმარების პაკეტის დაახლოებით ნახევარი, 6.5 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო გამოიყოფა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის, რეგიონში ჯარების განთავსებისა და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად;
- ჰუმანიტარული დახმარება: 4 მილიარდ დოლარზე მეტი მოხმარდება უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს უკრაინაში. გარდა ამისა, თანხა მიემართება სამედიცინო დახმარებაზე და რეგიონში მოწყვლად თემებს გაეწევათ გადაუდებელი დახმარება.
- ეკონომიკური დახმარება: პაკეტი შეადგენს თითქმის 1.8 მილიარდ დოლარს, რომელიც მიემართება უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით.კანონი ითვალისწინებს 25 მილიონი დოლარის გამოყოფას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოსთვის, საერთაშორისო მედიისთვის; დახმარება ასევე გათვალისიწნებულია დეზინფორმაციის წინააღდეგ საბრძოლველად. 120 მილიონი დოლარი გამოიყოფა ადგილობრივი, უკრაინელი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის; რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.


