Accentnews.ge
"პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას"– აშშ-ის სენატი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს

"პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას"– აშშ-ის სენატი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს

16/03/2022 05:42:35 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მტკიცედ გმობს პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ ძალადობას, სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.

სენატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების და სამხედრო მეთაურების სავარაუდო დანაშაული.

რეზოლუცია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის მიერ იყო ინიცირებული. სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი სისასტიკისთვის.

"ამ პალატაში ჩვენ, ყველა - დემოკრატები და რესპუბლიკელები, ერთად ვაცხადებთ, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის", - განაცხადა ჩაკ შუმერმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S