Accentnews.ge
კაჩინსკი უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნას საჭიროდ მიიჩნევს

კაჩინსკი უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნას საჭიროდ მიიჩნევს

16/03/2022 05:37:50 ევროპა

პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საჭიროა, ნატოს ან უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციის მშვიდობისმყოფელთა მისია, რომელიც საკუთარი თავის დაცვასაც შეძლებს. ამის შესახებ, როგორც პოლონური გამოცემა Onet.pl იუწყება, კაჩინსკიმ გვიან ღამით განაცხადა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან მისი და პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ:

"ვფიქრობ, აუცილებელია აქ NATO-ს სამშვიდობო მისიის ყოფნა, მისიის, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავი და რომელიც იმუშავებს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იქნება მისია, რომლის დანიშნულებაც იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, მაგრამ ამავდროულად დაცული იქნება შესაბამისი ძალებით".

სამი ქვეყნის მთავრობათა მეთაურები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში 15 მარტს ჩავიდნენ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში ევროპელი ლიდერების ჩასვლას უწოდა ვაჟკაცური და მეგობრული ნაბიჯი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ, როცა მისი ქვეყანა რუსეთის შეჭრის გამო დატოვა ბევრმა დიპლომატმა, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები არაფერს შეუშინდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S