Accentnews.ge
"აშშ-ის ადმინისტრაციიდან რუსეთში ტურისტად გამგზავრებას არავინ გეგმავდა და იქ არც საბანკო ანგარიშები გააჩნია"

"აშშ-ის ადმინისტრაციიდან რუსეთში ტურისტად გამგზავრებას არავინ გეგმავდა და იქ არც საბანკო ანგარიშები გააჩნია"

15/03/2022 20:32:58 მსოფლიო

"აშშ-ის ადმინისტრაციიდან რუსეთში ტურისტად გამგზავრებას არავინ გეგმავდა და იქ არც საბანკო ანგარიშები გააჩნია", - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯენ პსაკი რუსეთის მიერ დღეს მის და აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის სხვა ჩინოსნების წინააღმდეგ გამოცხადებულ "საპასუხო" სანქციებს.

რუსეთმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სულ რუსულ სასანქციო სიაში 13 ამერიკელი ჩინოსანია:

აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული საფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი, თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯენ პსაკი, პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დალიპ სინგჰი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა პაუერი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ადევეილ ადეიემო, ექსპორტ-იმპორტბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეტა ჯო ლიუისი.

როგორც ლავროვის უწყებაში განმარტავენ, ეს არის საპასუხო ზომები დასავლეთის მიერ რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S