Accentnews.ge
ლუკაშენკო: "ბელარუსის სამხედრო ძალებს უკრაინაში არაფერი ესაქმებათ"

ლუკაშენკო: "ბელარუსის სამხედრო ძალებს უკრაინაში არაფერი ესაქმებათ"

15/03/2022 19:42:24 მსოფლიო

პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის სამხედრო ძალებს უკრაინაში "არაფერი ესაქმებათ" და "არც არავინ უხმობთ".

"რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არ ვაპირებთ ჩაბმას ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. დაფიქრდით, რა შეგვიძლია, შევმატოთ იქ რუსეთს? პირადი შემადგენლობის კუთხით რუსეთს იქ საკმარისად ჰყავს თავისი მებრძოლებიც. შეიარაღების კუთხით შეგვიძლია, დავეხმაროთ? - არა. ჩვენ ხომ ჩვენსასაც რუსეთისგან ვყიდულობთ და მათ უკეთესიც კი აქვთ. ამდენად, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და არც არავინ გვიხმობს", - განაცხადა ლუკაშენკომ უკრაინაში ამ დრომდე ბელარუსული ძალების არშესვლის მიზეზების განმარტებისას.

ამასთან, მისივე თქმით, ბელარუსის ჯარი სამშობლოში ასრულებს თავის ამოცანებს. "ჩვენი ამოცანაა, მოვახდინოთ შემტევ რუსულ ჯარზე ზურგიდან თავდასხმის პრევენცია. აი ეს არასოდეს უნდა დავუშვათ! ეს მართლაც ღალატის ტოლფასი იქნებოდა და ამასთანავე, ჩვენც გვჭირდება, როგორც სახელმწიფოს, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრები ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთით, სადღეისოდ კი უკვე სამხრეთითაც", - დასძინა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრისას იგი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ეს ომი "მაქსიმუმ, 2-3 დღეში დასრულდებოდა". დღეს რუსული აგრესიის მე-20 დღე იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S