Accentnews.ge
გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის: "არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი"

გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის: "არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი"

15/03/2022 19:00:38 საზოგადოება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიდის. მისი თქმით, ამ საკითხზე ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა ადგილზე, საექიმო საქმიანობით გამოხატოს.ამის შესახებ მედიკოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, მათ შორის ექიმების დახმარება. უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე... ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია, იქაურ ხალხს სამედიცინო კუთხით დავეხმაროთ", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S