ჩავუშოღლუ რუსეთსა და უკრაინას ეწვევა
15/03/2022 18:55:15 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დღეს რუსეთში ჩავა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთში მოლაპარაკებებს 16 მარტს გამართავს, რის შემდეგაც 17 მარტს უკრაინაში გაემგზავრება.


