
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში სულ მცირე 28 ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა გაანადგურეს
15/03/2022 18:22:58 ევროპა
უკრაი–ნის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნის ექვს რეგიონში ჯამში 28 ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა განადგურდა, – იუწყება უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური.
„კრემლის პროპაგანდისტები ცინიკურად ფარავენ საკუთარ იმპერიულ ამბიციებს „მართლმადიდებლობის დაცვის“ შესახებ თეზისებით. რუსული ჯარების აგრესიული თავდასხმა ანადგურებს მართლმადიდებლურ ეკლესიებს და უკრაინის რელიგიური თემების სხვა სალოცავებს.
სულიერი მნიშვნელობის სულ მცირე 28 შენობა განადგურდა უკრაინის მინიმუმ ექვს რეგიონში: კიევში, დონეცკში, ჟიტომირში, ლუგანსკში, ხარკოვში და ჩერნიგოვში.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებლური ეკლესიებია“, - ნათქვამია ანგარიშში.დეპარტამენტმა რუსი სამხედროების მიერ დაბომბილი სალოცავების სია წარმოადგინა.