ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ
15/03/2022 18:34:25 მსოფლიო
ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები პეტრე ფიალა, მატეუშ მორავეცკი და იანეზ იანშბეი პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდნენ. მათი ვიზიტი ქალაქზე რუსი ოკუპანტების შეტევის ფონზე მიმდინარეობს.
"ჩეხური რადიოს" ინფორმაციით, პრეზიდენტები უკრაინაში მატარებლით ჩაბრძანდნენ.
"ჩვენი ვალია, ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იწერება, რადგან საუბარია არა ჩვენზე, არამედ ჩვენი შვილების მომავალზე, ისინი კი იმსახურებენ შესაძლებლობას, იცხოვრონ მშვიდობიან, ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში", — ციტირებს რადიოსადგური მორავეცკის.
თავის მხრივ, ფიალამ აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანს "ევროკავშირის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის დემონსტრირება" წარმოადგენს".
"ის ფაქტი, რომ უცხოელი ლიდერები უკრაინის დედაქალაქს სტურობენ, უკრაინის მნიშვნელოვანი წარმატებაა რუსული აგრესიის მოგერიების მიმართულებით", — აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმა".


