ნატო-მ 24 მარტისთვის საგანგებო სამიტი დააანონსა
15/03/2022 18:00:44 მსოფლიო
ნატო-მ 24 მარტისთვის რიგგარეშე სამიტი დააანონსა.
"2022 წლის 24 მარტისთვის ბრიუსელში, ნატო–ს შტაბ-ბინაში მოვიწვიე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების საგანგებო შეხვედრა", – განაცხადა ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ალიანსის ლიდერები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგებზე.
"განვიხილავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატო–ს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას ჩვენი უსაფრთხოებისთვის ახალი რეალობის საპასუხოდ ამ კრიტიკულ მომენტში ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა ნატო–ში", – აცხადებს სტოლტენბერგი.


