Accentnews.ge
მედია– მაკრონი აპირებს, თავშესაფარი    შესთავაზოს ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის "პირველი არხის" ეთერში ომი გააპროტესტა

მედია– მაკრონი აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის "პირველი არხის" ეთერში ომი გააპროტესტა

15/03/2022 16:57:23 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის "პირველი არხის" ეთერში ომი გააპროტესტა, – იუწყება ფრანგული მედია.

„დიპლომატიურ ძალისხმევას დავიწყებ, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის დაცვის შეთავაზებას, საელჩოში ან საფრანგეთში თავშესაფარს. მექნება ამ შეთავაზების გაკეთების საშუალება ჩემი შემდეგი საუბრისას პრეზიდენტ პუტინთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის "პირველი არხის" ახალი ამბების რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დღეს ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და 30 000 რუბლით დააჯარიმეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

სახელმწიფო სათათბიროს მიერ ბოლოს დაწესებული ე.წ. საომარი ცენზურის საფუძველზე და ამ კუთხით უკვე 15 წლამდე პატიმრობა ელის. ამ ნაწილში ბრალდება ასე ჟღერს: "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება".

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა. იგი გუშინვე დააკავეს. ჟურნალისტს დღევანდელი დღის შუადღემდე ადვოკატები ვერ უკავშირდებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S