ამერიკელი ოფიციალური პირების შემდეგ რუსეთმა სანქციები კანადელ მაღალჩინოსნებსაც დაუწესა
15/03/2022 16:41:54 მსოფლიო
ამერიკელი ოფიციალური პირების შემდეგ რუსეთმა სანქციები კანადელ მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ პერსონალური სანქციები წესდება კანადის უმაღლესი თანამდებობის პირების, დეპუტატებისა და „ანტირუსული მოღვაწეების“ მიმართ.
სულ „შავ სიაში“ სამასზე მეტი ადამიანია შეყვანილი.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ დაწესებული სანქციები არის პასუხი ოფიციალური ოტავას მიერ რუსი დეპუტატებისა და თანამდებობის პირების მიმართ დაწესებულ სანქციებზე.


