Accentnews.ge
"ირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე მოსკოვმა ვაშინგტონისგან გარანტიები მიიღო"

"ირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე მოსკოვმა ვაშინგტონისგან გარანტიები მიიღო"

15/03/2022 14:28:44 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, თეირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე მოსკოვმა ვაშინგტონისგან გარანტიები მიიღო. ლავროვმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან.

ვენაში დაახლოებით, 10–თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ახლოს არიან ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების განახლებასთან. მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქციები არ დააზარალებდა რუსეთის ვაჭრობას ირანთან.

2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა. შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა აშშ-მა და სანქციები განუახლა თეირანს. შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შარშან კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები, რომლებშიც შეერთებული შტატებიც მონაწილეობს არაპირდაპირი გზით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S