Accentnews.ge
მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ

მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ

15/03/2022 14:12:48 მსოფლიო

რუსეთის "პირველი არხის" ახალი ამბების რედაქტორ მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ, –იუწყება რუსული მედია.

ოვსიანიკოვას ედავებიან „საჯარო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო“.

არაოფიციალური ინფორმაციით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა

სახელმწიფო სათათბიროს მიერ ბოლოს დაწესებული ე.წ. საომარი ცენზურის საფუძველზე და ამ კუთხით უკვე 15 წლამდე პატიმრობა ელის. ამ ნაწილში ბრალდება ასე ჟღერს: "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება".

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა. იგი გუშინვე დააკავეს. ჟურნალისტს დღევანდელი დღის შუადღემდე ადვოკატები ვერ უკავშირდებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S