Accentnews.ge
ზელენსკი: "ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატო-ში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება"

ზელენსკი: "ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატო-ში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება"

15/03/2022 13:46:13 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი ნატო–ს წევრობაზე “ოცნებას უნდა დაემშვიდობოს”. ამის შესახებ მან დასავლელი ლიდერების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

“გასაგებია, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის. ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ადამიანები ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა “ღია კარის” შესახებ, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გაანალიზებას იწყებს და გვაქვს საკუთარი თავის და ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც გვეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატო–ს უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვისკენ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის იარაღი, რომლებსაც უკრაინელები დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ, უკრაინაში შეტანიდან ძალიან სწრაფად თავდება.

„იარაღის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როგორც წესი, შემოტანიდან 20 საათში იხარჯება“,- აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S