
საქართველოში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
15/03/2022 12:31:41 საზოგადოება
საქართველოში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:25 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ქალაქი ვანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11კმ–ში იყო.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.