Accentnews.ge
რუსეთის პროკურატურამ ნავალნისთვის 13–წლიანი პატიმრობა მოითხოვა

რუსეთის პროკურატურამ ნავალნისთვის 13–წლიანი პატიმრობა მოითხოვა

15/03/2022 11:47:22 მსოფლიო

რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 13–წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისტროს „თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის“.

ბრალდება თაღლითობად მიიჩნევს შეწირულებების შეგროვებას ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდების“ მიერ (ამჟამად ის რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და აკრძალულია) და ნავალნის ზოგიერთი თანამებრძოლის პირად ანგარიშებზე (მათ წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ ისინი უცხოეთში იმყოფებიან).

ნავალნი ბრალეულობას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლოს დღეებში მოსამართლე მარგარიტა კოტოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს, ევგენი ვლადიმიროვს ურეკავდა, აცხადებს ნავალნის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი, რომელსაც მოსამართლის სატელეფონო საუბრების ნუსხა ჩაუვარდა ხელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S