
უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტი მიიღო
10/09/2019 11:28:42 სხვა, მსოფლიო
უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონპროექტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 245-მა დეპუტატმა, აქედან 244, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრები არიან.
კანონპროექტის თანახმად, „უმაღლეს რადას“ ეძლევა უფლება, თანამდებობიდან გადააყენოს სახელმწიფო მეთაური მხოლოდ სახელმწიფო ღალატისა და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტი რადაში 29 აგვისტოს შეიტანა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარლამენტმა იგი 337 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.