Accentnews.ge
უკრაინაში ომის დროს სამი ჟურნალისტი დაიღუპა, სულ მცირე 35 დაშავდა

უკრაინაში ომის დროს სამი ჟურნალისტი დაიღუპა, სულ მცირე 35 დაშავდა

15/03/2022 11:37:41 ევროპა

რუსეთის სამხედრო აგრესიას სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა, სულ მცირე 35 ჟურნალისტი დაშავდა, იუწყება უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა.

მისი ცნობით, ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი დაიღუპა ნიკოლაევთან, ოპერატორი ევგენი საკუნი - კიევში სარაკეტო თავდასხმის დროს, აშშ-ის მოქალაქე ბრენტ რენო – კიევის რეგიონში, ირპენის საგუშაგოზე.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ბევრი ჟურნალისტი დაშავდა მტრის მიზანმიმართული თავდასხმების შედეგად. კერძოდ, მისი ცნობით, შვეიცარიელი ჟურნალისტის გიომ ბრიკეტის მარკირებულ ჯავშანმანქანას რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევისკენ გადაადგილებისას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ჟურნალისტი დაიჟრა; ჩეხური გამოცემის ორ ჟურნალისტს – მაიდა სლამოვას და ვოიტეჩ ბოგაჩს ცეცხლი გაუხსნეს; ორმა დანიელი ჟურნალისტი მა კორესპონდენტმა – სტეფან ვაიჩერტი და ემილ ფილტენბორგი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

„Sky News-ის კორესპონდენტი სტიუარტ რემსი და მისი ოთხი კოლეგა კიევში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ ჩასაფრება მოუწყვეს. ტყვია რემსის ზურგში მოხვდა, ოპერატორი რიჩი მოკლერი გადაარჩინა ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა“,– აცხადებს ომბუდსმენი.

მისი თქმით, უკრაინის სატელევიზიო ინფრასტრუქტურაც მიზნობრივი ცეცხლის ქვეშაა:

„მტერი ცდილობდა კიევის, ლუცკის, რივნის სატელევიზიო ანძების განადგურებას, დროებით ოკუპირებულ ქალაქებში სატელევიზიო ანძებისა და სატელევიზიო სტუდიების ჩამორთმევას.

დამპყრობლების ქმედებები მიზნად ისახავს პროპაგანდის გავრცელებას და ყველა სხვა საინფორმაციო რესურსის ჩახშობას“, - აღნიშნა დენისოვამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S