Accentnews.ge
„რუსული სტრატეგიული საკრუიზო რაკეტა ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევით ჩამოაგდეს“

„რუსული სტრატეგიული საკრუიზო რაკეტა ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევით ჩამოაგდეს“

15/03/2022 11:03:12 ევროპა

რუსული სტრატეგიული „ჰაერი–მიწა“ საკრუიზო რაკეტა Х-101 ჩამოაგდეს ვინიცის რაიონში ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევით,– იუწყება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი.

„საუბარია იმ საკრუიზო რაკეტაზე, რომელიც ორი დღის წინ ჩამოაგდეს ვინიცის ოლქის ტერიტორიაზე. ის ჩამოაგდეს ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევით. ძალიან დაბლა დაფრინავდა. ეს არის Х-101, სავარაუდოდ, "ულტრათანამედროვე" და სუპერ ძვირადღირებული რაკეტა.

ამდენად, ვხედავთ, რომ ჩამოგდება შესაძლებელია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ იგივესკენ. ის ძალიან დაბლა დაფრინავს“,– ამბობს ბორზოვი.

მისივე ცნობით, რეგიონში დილით სარაკეტო იერიში განხორციელდა, თუმცა დაშავებულები არ არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S